Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირში წელს ჩასული მიგრანტების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა


წელს ევროკავშირში საზღვაო და სახმელეთო გზებით ჩასული ლტოლვილებისა და მიგრანტების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა მაშინ, როცა 3600-მდე ადამიანი დაიღუპა ევროკავშირში მოხვედრის მცდელობისას. ეს ინფორმაცია ვრცელდება გაეროს ლტოლვილთა სააგენტოსა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით. 22 დეკემბრის ერთობლივ განცხადებაში ორი ორგანიზაცია აცხადებს, რომ ევროკავშირში ჩასულების დაახლოებით ნახევარს შეადგენენ სირიელები, რომლებიც ომს გაურბიან, 20% მოდის ავღანელებზე, 7% - ერაყელებზე. გაეროს ლტოლვილთა სააგენტო მოელის ასეთივე რაოდენობის მიგრანტებს 2016 წელსაც, თუმცა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის პრესმდივანი, ჯოელ მილმანი აღნიშნავს, რომ შეუძლებელია სამომავლო მაჩვენებლების ზუსტად პროგნოზირება.

XS
SM
MD
LG