Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აბაშიძე „სწორ ნაბიჯს“ უწოდებს რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გამარტივებას


სავიზო რეჟიმის გამარტივება რუსეთის მხრიდან სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ, რომელმაც დასძინა, რომ სავიზო რეჟიმის გამარტივება საქართველოს ბევრ მოქალაქეს მოუხსნის სერიოზულ პრობლემებს. „თუკი აქამდე საქართველოს მოქალაქის მოწვევა რუსეთიდან შეეძლო მხოლოდ რუსეთის მოქალაქე უახლოეს ნათესავს, 23 დეკემბრიდან ამისთვის ნათესაობრივი კავშირი აუცილებლობას აღარ წარმოადგენს. ვიზები საჭიროებისამებრ გაიცემა სხვადასხვა ვადით. ამასთანავე, რუსეთის მხარე ადასტურებს, რომ გაგრძელდება მუშაობა საქართველოს მოქალაქეებისთვის შემდგომში სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმების მიზნით", - აღნიშნა აბაშიძემ. რუსეთის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ინფორმაცია დღეს გახდა ცნობილი. მანამდე კი შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა გამოხატა მზადყოფნა სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. თავის მხრივ საქართველომ ჯერ კიდევ 2011 წლიდან გააუქმა ცალმხრივად რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი.

XS
SM
MD
LG