Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-მა გააფართოვა რუსეთის სანქციების სია


აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ახალი სანქციები დაუწესა რუსეთის იმ საწარმოებსა და ფინანსურ დაწესებულებებს, რომლებიც ჩართულები არიან აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში და თანამშრომლობენ ანექსირებული ყირიმის პრორუსულ ხელისუფლებასთან. ამის შესახებ ნათქვამია სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელიც შეიცავს კონკრეტულ პირთა და ორგანიზაციათა ჩამონათვალს. სანქციების სიას დაემატა 20-მდე საწარმო და ორგანიზაცია, მათ შორის „სბერბანკის“ რამდენიმე ფილიალი, „როსობარონექსპორტი“ და იალტის კინოსტუდია. „შავ სიაში“ მოხვდნენ ასევე ინდივიდუალური პირები, რომლებიც საკუთარი საქმიანობით ხელს უწყობენ და აძლიერებენ უკრაინაში მოქმედ სეპარატისტულ ძალებს.

XS
SM
MD
LG