Accessibility links

logo-print

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს უმარტივებს ვიზის მიღების წესებს


23 დეკემბრიდან რუსეთი ამარტივებსვიზის მიღების წესებს საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამის შესახებ იუწყება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. „რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ნორმალიზების პროცესში და ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში დადებითი ტენდენციებიდან გამომდინარე, 2015 წლის 23 დეკემბრიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის გაფორმდება მრავალჯერადი საქმიანი, სამუშაო, სასწავლო და ჰუმანიტარული, ასევე, კერძო ვიზები, განურჩევლად იმისა, არსებობს თუ არა ნათესაური კავშირი მიწვეულსა და მიმწვევს შორის“, ნათქვამია კრემლის საგარეო უწყების განცხადებაში. იქვე ვკითხულობთ, რომ „რუსეთის მხარე მტკიცედაა განწყობილი, მომავალშიც გადადგას ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება ორი ქვეყნის მოქალაქეთა ურთიერთობის გამარტივებისკენ და არ გამორიცხავს მომავალში, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, უვიზო რეჟიმის შემოღებას.“

XS
SM
MD
LG