Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინამ და სეპარატისტებმა მოილაპარაკეს, შეწყვიტონ ცეცხლი


უკრაინა და პრორუსი სეპარატისტები შეთანხმდნენ, რომ საშობაო და საახალწლო დღესასწაულების პერიოდში იმოქმედებს ცეცხლის სრული შეწყვეტის რეჟიმი. შეთანხმება ძალაში შევიდა 23 დეკემბრიდან. ამის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ლეონიდ კუჩმას პრესმდივანმა დარკა ოლიფერმა. მისი თქმით, ეს ინიციატივა აუცილებელია „ცხელი რეგიონის“ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის, რომელსაც საშუალება მიეცემა, დღესასწაულები მშვიდობიან გარემოში გატაროს.

XS
SM
MD
LG