Accessibility links

logo-print

დაიწყო გამოძიება პოლიციელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების მუხლით


მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის განცხადების საფუძველზე თბილისის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების მუხლით. 22 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოს სხდომაზე პაპიძემ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ პოლიციელებმა ის აწამეს და სასტიკად სცემეს. ბრალდებული განცხადების შესწავლა დაიწყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც. პაპიძე სამართალდამცველებმა 20 დეკემბერს, თბილისში დააკავეს მცირეწლოვანი შვილისა და ქმრის განზრახ მკვლელობის ეჭვით.

XS
SM
MD
LG