Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გასცა ხოდორკოვსკის დაპატიმრების ორდერი


რუსეთმა გასცა ყოფილი ბიზნეს-მაგნატისა და მილიარდერის, მიხაილ ხოდორკოვსკის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი. ამის შესახებ იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესმდივანი ვლადიმირ მარკინი. მიმდინარე თვეში გამომძიებლებმა განაცხადეს, რომ 1998 წელს ხოდორკოვსკიმ, კომპანია „იუკოსის“ მაშინდელმა ხელმძღვანელმა, თავის ხელქვეითებს ციმბირის ქალაქ ნეფტეუგანსკის მერის მოკვლა დაავალა. ხოდორკოვსკი, რომელმაც ათი წელი გაატარა ციხეში, ვიდრე მას 2013 წელს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეიწყალებდა, ძირითადად, ლონდონში ცხოვრობს. ის გადაჭრით უარყოფს ბრალდებებს და აცხადებს, რომ პუტინი სისტემატურად არღვევს რუსეთის კონსტიტუციას და ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს. გუშინ გამომძიებლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ხოდორკოვსკის საქველმოქმედო ფონდის „გახსნილი რუსეთის“ რამდენიმე თანამშრომლის ბინებში.

XS
SM
MD
LG