Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღდადი: „რამდენიმე დღეში რამადიდან განვდევნით ექსტრემისტებს“


ერაყის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის, ოტმან ალ-ღანემის ვარაუდით, რამდენიმე დღეში სამთავრობო არმია დასავლეთ ერაყის ქალაქ რამადიდან განდევნის ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს. „რამდენიმე დღეში რამადის გათავისუფლების სასიხარულო ამბავს გაცნობებთო“ - ალ-ღანემის ეს სიტყვები მოჰყავს ერაყის ტელევიზიას. გუშინ ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა დაიწყეს მოძრაობა რამადის იმ უბნისკენ, რომელსაც ჯერ კიდევ აკონტროლებს „ისლამური სახელმწიფო“. რამადი მდინარე ევფრატზე გაშენებული, ძირითადად სუნიტებით დასახლებული ქალაქია, რომელიც დედაქალაქ ბაღდადიდან ასიოდე კილომეტრით არის დაშორებული. მაისიდან მოყოლებული ამ ქალაქის უდიდესი ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტთა კონტროლქვეშაა.

XS
SM
MD
LG