Accessibility links

logo-print

18 საათზე ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს


საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ 18 საათზე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. განცხადების შინაარსზე ცნობაში არაფერია ნათქვამი. დღესვე, უფრო ადრე, მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა არ დაადასტურა ცნობა თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ. მანამდე „პირველმა რადიომ“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ღარიბაშვილმა, შესაძლოა, დღეს გამოაცხადოს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგომის შესახებ. ამავე ცნობაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ღარიბაშვილს საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეცვლის.

XS
SM
MD
LG