Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა შვიდი ადამიანი


ერაყის დედაქალაქ ბაღდადის ჩრდილოეთით, ორი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, შვიდი ადამიანი. კიდევ ოცამდე პირი დაშავდა. ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ერთი ბომბი აფეთქდა ქალაქ ხალისის ავტოსადგურზე, ბაღდადიდან 80 კილომეტრის მანძილზე. მეორე აფეთქება მოხდა ამავე ქალაქის ბაზარში. ქალაქი ხალისი უმეტესწილად სუნიტებით არის დასახლებული.

XS
SM
MD
LG