Accessibility links

პრემიერ-მინისტრმა საგანგებო განცხადების გაკეთება 20 საათისთვის გადადო


20 საათზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგანგებო განცხადებას გააკეთებს. ამის შესახებ იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური. თავდაპირველად ამ განცხადების გაკეთება 18 საათისთვის იყო დაგეგმილი. განცხადების შინაარსზე პრესსამსახურის ცნობაში არაფერია ნათქვამი. დღესვე, უფრო ადრე, პრესსამსახურმა არ დაადასტურა ინფორმაცია ირაკლი ღარიბაშვილის შესაძლო გადადგომის შესახებ. მანამდე „პირველმა რადიომ“ გაავრცელა ცნობა, რომ ღარიბაშვილმა, შესაძლოა, დღეს დატოვოს პრემიერ-მინისტრის პოსტი. ამავე ცნობაში ნათქვამი იყო, რომ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ღარიბაშვილს შეცვლის საგარეო საქმეთა მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი.

XS
SM
MD
LG