Accessibility links

logo-print

საბერძნეთის პარლამენტმა დაუშვა ერთსქესიანთა სამოქალაქო კავშირების რეგისტრაცია


საბერძნეთის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი, რომელიც უშვებს ერთსქესიან პირთა სამოქალაქო კავშირების რეგისტრაციას. კანონი არეგულირებს ამგვარ წყვილთა ქონებრივსა და სამემკვიდრეო უფლებებს, თუმცა მასში არაფერია ნათქვამი ბავშვის შვილად აყვანის უფლებაზე. ბერძენი კანონმდებლების ამ გადაწყვეტილებას „ისტორიული ნაბიჯი“ უწოდა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ „ამნესტი ინტერნეშნლმა“.

XS
SM
MD
LG