Accessibility links

logo-print

პრემიერის გადადგომა შეაფასეს მთავრობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა


პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებაზე ფიქრობდა, თუმცა ზუსტად არ იცოდა როდის მოხდებოდა ეს. მან ასევე აღნიშნა, რომ ბევრ ქვეყანაში მოვალეობის შემსრულებელი მთავრობა თვეების განმავლობაში მართავს ქვეყანას. „კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ ხელისუფლება არ არის სკამებს ჩაბღაუჭებული“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებას. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრის პოსტზე ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატურა გიორგი კვირიკაშვილია, მაგრამ ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის და არსებობს სხვა კანდიდატურებიც. საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი თქმით, პრემიერმა ჩათვალა, რომ პირველი რიგის ამოცანები შესრულებულია და ახლა ახალი სისხლი, ახალი ადამიანი სჭირდება ქვეყანას. კომენტარი გააკეთა ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის თაობაზე უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემაც: „ვინ იქნება მომავალი პრემიერი, არც მე ვიცი და არც უმრავლესობის წევრებმა, ეს იცის მხოლოდ ერთმა ადამიანმა და ამიტომ დაველოდოთ ამ ადამიანის გადაწყვეტილებას. რაც შეეხება პროცედურებს, მე არ ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით გართულებული პროცედურა იქნება, ვინაიდან გუნდის შიგნიდან გადახალისება ვერ შეცვლის, ამ მთავრობას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

XS
SM
MD
LG