Accessibility links

ხოდორკოვსკი გაერთიანებული სამეფოსგან ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს


რუსეთის ყოფილმა ნავთობმაგნატმა და პუტინის კრიტიკოსმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ 23 დეკემბერს BBC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოსგან ითხოვს პოლიტიკურ თავშესაფარს. მისი განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი მას საფრთხედ მიიჩნევს, როგორც 2016 წლის წინასაარჩევნო კამპანიაში მოთამაშე პოლიტიკურ ძალას. „ჩემი მთავარი ამოცანა არის შევცვალო რეჟიმი და ვთვლი, რომ ეს ძალიან ოპტიმისტურია და ამისთვის საჭიროა ათი წელი. მე დავეხმარები ახალგაზრდა პოლიტიკურ აქტივისტებს განვითარებაში და საკუთარ თავს შევთავაზებ რუს ხალხს ალტერნატივად ამ რეჟიმის“, - განაცხადა მიხაილ ხოდორკოვსკიმ. რუსეთმა 23 დეკემბერსგასცა ყოფილი ბიზნესმაგნატისა და მილიარდერის დაპატიმრების საერთაშორისო ორდერი.

XS
SM
MD
LG