Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

25 კაცი იმსხვერპლა ხანძარმა საუდის არაბეთში


საუდის არაბეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის შედეგად 25 კაცი დაიღუპა და 107 დაშავდა. ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის უწყების ცნობით, ხანძარი 24 დეკემბრის დილით ინტენსიური თერაპიისა და დედათა განყოფილებებში გაჩნდა ქვეყნის სამხრეთში მდებარე საავადმყოფოში. ამ დროისათვის ხანძარი ლიკვიდირებულია, გამოძება კი ტრაგედიის მიზეზების დადგენაზე მუშაობს.

XS
SM
MD
LG