Accessibility links

logo-print

უკრაინის პარლამენტმა მხარი დაუჭირა რუსეთთან სავაჭრო ემბარგოს


უკრაინის პარლამენტმა 24 დეკემბერს მხარი დაუჭირა გადაწყვეტილებას, რომელიც უფლებას აძლევს ქვეყნის მთავრობას დააწესოს სავაჭრო ემბარგო რუსეთის წინააღმდეგ. „ვერხოვნა რადას“ 420 დეპუტატიდან, ემბარგოს მხარი დაუჭირა 291-მა პარლამენტარმა. გადაწყვეტილება პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა ძალაში. მანამდე მოსკოვმა შეაჩერა თავისუფალი სავაჭრო ზონის შესახებ კიევთან გაფორმებული ხელშეკრულება და აკრძალა უკრაინიდან სურსათის იმპორტი.

XS
SM
MD
LG