Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის სანაპიროსთან 19 მიგრანტი დაიხრჩო


19 კაცი, მათ შორის ექვსი ბავშვი, დაიხრჩო ქალაქ იზმირთან, სადაც დიდი ტალღების შედეგად ჩაიძირა იმიგრანტებით სავსე ხის ნავი, რომელიც ეგეოსის ზღვაში საბერძნეთის კუნძულ ლესბოსისკენ მიცურავდა. თურქეთის სანაპირო დაცვის ცნობით, სამაშველო რაზმებმა 21 მგზავრი გადაარჩინეს დახრჩობას, თუმცა 14 კვალავ დაკარგულად ითვლება. მანამდე 23 დეკემბერს ანალოგიური ინცინდენტის შედეგად ეგეოსის ზღავში, თურქეთსა და საბერძნეთს შორის, 15 კაცი, მათ შორის 7 ბავშვი დაიხრჩო. გაეროს დევნილთა სააგენტოს ანგარიშით, წელს ევროკავშირში საზღვაო და სახმელეთო გზებით ჩასული ლტოლვილებისა და მიგრანტების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა მაშინ, როცა 3600-მდე ადამიანი დაიღუპა ევროკავშირში მოხვედრის მცდელობისას.

XS
SM
MD
LG