Accessibility links

ევროკავშირში საბოლოოდ დასრულდა საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება


ევროკავშირის 28-ე წევრის ქვეყნის, ბელგიის პარლამენტმა, რომელსაც საქართველოსთან ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება არ ჰქონდა დასრულებული, დოკუმენტის რატიფიკაცია დღეს მოახდინა. ეს მოვლენა ქართველ კანონმდებლებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პარლამენტი ტრიბუნიდან მიულოცა. დეკემბრის დასაწყისში საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიის მხარეს ამ პროცესის დაჩქარების თხოვნით მიმართა. ბელგიის მიერ რატიფიცირების დოკუმენტის გამოქვეყნების შემდეგ, ასოცირების შეთანხმება უკვე სრულად შევა ძალაში. 2014 წლის 1 სექტემბრიდან დოკუმენტის ნაწილი, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ, დროებით ამოქმედდა.

XS
SM
MD
LG