Accessibility links

მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა


საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მარო მაყაშვილს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. ცერემონია ოქროყანაში გაიმართა, სადაც ქართველ იუნკერთა შთამომავლები და მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ შეკრებილი. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, მარო მაყაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი მარო მაყაშვილი, რომელიც მოწყალების დად მუშაობდა, გმირულად დაიღუპა 1921 წლის 19 თებერვალს კოჯრის მისადგომებთან რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

XS
SM
MD
LG