Accessibility links

მედია გია ვოლსკიზე დაყრდნობით იუწყება, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილია


მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გია ვოლსკიმ მეორე არხის გადაცემაში საუბრისას განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი იქნება გიორგი კვირიკაშვილი. როგორც ვოლსკიზე დაყრდნობით იუწყებიან, მას პარასკევს წარადგენს თავად ირაკლი ღარიბაშვილი, ამჟამად პრემიერ-მინისტრობის მოვალეობის შემსრულებელი. ღარიბაშვილი პოსტიდან გადადგა ოთხშაბათს, 23 დეკემბერს.

XS
SM
MD
LG