Accessibility links

ლავროვი თურქეთში მცხოვრები ქურთების პოლიტიკურ ლიდერს შეხვდა


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, თურქეთში მცხოვრები ქურთების პოლიტიკურ ლიდერს შეხვდა, რომელიც მოსკოვს შეურთდა, ანკარის კრიტიკაში, გასულ თვეში რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების თაობაზე. ლავროვმა დადებითად შეაფასა, ქურთების მონაწილეობა და მოიაზრებს პოტენციურ მოკავშირედ რადიკალ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში. თურქეთის პრემიერ მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ ამ შეხვედრას „ღალატი“ უწოდა, როგორც როიტერი იტყობინება. „მხარი დაუჭირო რუსეთს, მაშინ როცა ის კლავს სირიაში მშვიდობიან მოქალაქეებს, ნიშნავს არა მარტო სამშობლოს ღალატს, არამედ კაცობრიობის ღალატს“ - განაცხადა აჰმეტ დავუთოღლუმ, თურქ ბიზნესმენებთან შეხვედრისას.

XS
SM
MD
LG