Accessibility links

logo-print

რუსეთი წყვეტს თურქეთთან ურთიერთობას სამართლებრივ საკითხებში


რუსეთის მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს სთავაზობს, თურქეთს აცნობოს, რომ რუსეთი მათთან სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საკითხებში ურთიერთობებს წყვეტს. რუსული მედიის ინფორმაცით, ამის შესახებ რუსეთის სამართლებრივი ინფორმაციის ინტერნეტპორტალი იუწყება. განცხადებაში ვკითხულობთ: "დაკმაყოფილდეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადება, რომ თურქეთის მხარეს გადაეცეს რუსეთის ფედერაციის უწყება, რუსეთსა და თურქეთს შორის სამოქალაქო, სავაჭრო და სისხლის სამართლის საქმეებში ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებაში არმონაწილეობის თაობაზე, რომელიც დაიდო ქ. ანკარაში 1997 წლის 15 დეკემბერს", - ნათქვამია რუსეთის მინისტრთა კაბინეტის შესაბამის დოკუმენტში.

XS
SM
MD
LG