Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან მურუსიძე აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ


საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე აირჩიეს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ. მის კანდიდატურას საბჭოს 14 წევრიდან მხარი10-მა დაუჭირა. საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, მურუსიძის დანიშვნის გამო თქვა, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიმართ საქართველოს საზოგადოების მიუღებლობა ნათლად გამოჩნდა ამ დღეებში. მისი განცხადებით, ეს მიუღებლობა წლების განმავლობაში ყაილიბდებოდა იმ საქმეებიდან გამომდინარე, რომლებმაც არა მარტო გააერთიანა ქართული საზოგადოება, არამედ გამაოგნებელი იყო სტრასბურგის სასამართლოსთვისო. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ ლევან მურუსიძის არჩევის გამო იუსტიციის საბჭოს შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქცია. მისი მონაწილეების განცხადებით, სანდრო გირგვლიანის, სულხან მოლაშვილის და სხვა საქმეებზე თავის დროზე გამოტანილი უკანონო გადაწყვეტილებების გამო ლევან მურუსიძეს მოსამართლეობის უფლება არ აქვს.

XS
SM
MD
LG