Accessibility links

logo-print

აშშ-ის ავიაციამ საჰაერო თავდასხმა განახორციელა ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში


აშშ-ის ავიაციამ ორი საჰაერო იერიში განახორციელა ავღანეთის სამხრეთში, ჰელმანდის პროვინციის ოლქ სანგინში, რომელიც გასულ კვირას თალიბანმა აიღო. სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამ ოლქში ავღანეთის ჯარი აგრძელებს თალიბანის რაზმებთან ბრძოლას. თალიბანი აცხადებს, რომ დაკავებული აქვს სანგინის უდიდესი ნაწილი, ადმინისტრაციული და პოლიციის შენობები. ავღანეთის მთავრობა ამ მტკიცებას უარყოფს და ირწმუნება, რომ თალიბანის რაზმები შეავიწროვა.

XS
SM
MD
LG