Accessibility links

logo-print

თეირანში აშშ-ის საელჩოს მძევლები კომპენსაციას მიიღებენ


ამერიკელი მძევლები, რომლებმაც 1979 წელს, 444 დღეს დაჰყვეს თეირანში, აშშ-ის საელჩოში, კომპენსაციას მიიღებენ. თითოეული მათგანი, სულ 53 ამერიკელი, რომლებიც რადიკალურად განწყობილ სტუდენტებს ჰყავდათ დაკავებული ისლამური რევოლუციის დროს, ყოველი იქ გატარებული დღის საკომპენსაციოდ ათი ათას დოლარს, სულ, მილიონ ოთხასი ათას დოლარს, მიიღებს. კომპენსაციის გადახდა შესაძლებელი გახდა მას მერე, რაც აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ გადაწყვიტა, ცხრა მილიარდ დოლარიანი ჯარიმა დაეკისრებინა საფრანგეთის ბანკ „ბი-ენ-პი-სთვის“ ირანის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების დარღვევისთვის. თანხა გადაეცემა სხვა ტერორისტული თავდასხმების მსხვერპლსაც. ყოფილი მძევლები ირანისგან უშედეგოდ ცდილობდნენ კომპენსაციის მიღებას.

XS
SM
MD
LG