Accessibility links

logo-print

მსოფლიოს ქრისტიანთა დიდი ნაწილი შობას ზეიმობს


მსოფლიოს ქრისტიანთა დიდი ნაწილი დღეს, 25 დეკემბერს ზეიმობს შობას. შობას აღნიშნავენ კათოლიკეები, პროტესტანტული ეკლესიები, ასევე მართლმადიდებელთა დიდი ნაწილის ისევე, როგორც მცირე არატრადიციული ეკლესიები. ვატიკანში, კათოლიკური ეკლესიის მამამთავარმა, რომის პაპმა, ფრანცისკემ საზეიმო ღვთისმსახურება ჩაატარა. ის გამოვიდა მიგრანტებისადმი მეტი სოლიდარობისკენ მოწოდებით და მაღალი შეფასება მისცა მათ ქმედებას, ვინც მათ თავშესაფარს აძლევს . ფრანცისკემ მშვიდობისკენ მოწოდებაც გამოთქვა და მხარ დაუჭირა გაეროს მცდელობებს შეწყდეს კონფლიქტები სირიაში და ლიბიაში. პაპმა მშვიდობა უსურვა უკრაინას. გადმოცემით იესოს დაბადების ადგილს, ბეთლემს, პალესტინაში, უამრავი მლოცველი სტუმრობდა ხოლმე ამ დღეს. არეალში ძალადობის გაზრდამ ბოლო თვეებში მათი რიცხვი წელს საგრძნობლად შეამცირა. შობას, ძველი სტილითი, იულიანური კალენდრის მიხედვით ასევე 25 დეკემბერს, ორ კვირაში აღნიშნავენ საქართველოს, რუსეთის და კიდევ ზოგიერთი ეკლესიები.

XS
SM
MD
LG