Accessibility links

logo-print

ინდოეთის პრემიერი მოულოდნელად ჩავიდა პაკისტანში


ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი პაკისტანში, ლაჰორში ჩავიდა, თავის პირველ ვიზიტად მოქიშპე ქვეყანაში პრემიერად არჩევის შემდეგ. მოდი მანამდე, ქაბულს სტუმრობდა, ის იქ შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის და მიმართა პარლამენტს. მოდიმ ტვიტერით გაავრცელა ცნობა, რომ მოელის პაკისტანის პრემიერთან, ნავაზ შარიფთან შეხვედრას ლაჰორში, სადაც დელიში გზად მიმავალი შეჩერდება. მოდი ინდოეთის პირველი პრემიერია 2004 წლის შემდეგ, რომელიც იქ ჩადის.

XS
SM
MD
LG