Accessibility links

logo-print

ბოსნიაში ტერაქტების დაგეგმვაში ეჭვმიტანილები დააკავეს


ბოსნიის ანტიტერორისტულმა პროკურატურამ განაცხადა, რომ დააპატიმრა ისლამისტურ ექსტრემიზმში ეჭვმიტანილი 11 პირი, რითაც თავიდან იქნა აცილებული სარაევოში დაგეგმილი თავდასხმა, რასაც ასამდე ადამიანი შეიძლება მოეკლა. ცნობით, ჯგუფი გეგმავდა ტერაქტს წლის დასრულების ზეიმის დროს. დაპატიმრების შემდეგ, რომელიც 22 დეკემბერს მოხდა, პროკურატურამ პრესას გადასცა ფოტო, გადაღებული დაქირავებული სახლის ერთ ოთახში, რომლის კედელზე ჩანს ექსტრემისტული გაერთიანების, "ისლამური სახელმწიფოს" დროშის გამოსახულება.

XS
SM
MD
LG