Accessibility links

logo-print

სირიელ მეამბოხეთა მაღალი რანგის ლიდერი მოკლეს საჰაერო თავდასხმისას


სირიის მეამბოხეთა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გაერთინების, ჯაიშ ალ-ისლამის ლიდერი იქნა მოკლული დამასკის აღმოსავლეთში, საჰაერო თავდასხმისას. ამის შესახებ სირიის არმია და ოპოზიციური აქტივისტები იტყობინებიან. ზაჰრუნ ალუში და ჯაიშ ისლამის არაერთი სხვა ლიდერი დახოცეს 25 დეკემბრის თავდასხმისას, როცა ჰაერიდან დაიბომბა მათი შეხვედრის ადგილი სირიის დედაქალაქის მახლობლად. ისლამისტთა ჯგუფ ჯაიშ ალ-ისლამს საუდის არაბეთი უმაგრებს ზურგს, ის სირიის მთავრობასთან მებრძოლი ერთ -ერთი ყველაზე ძლიერი გაერთიანებაა. არ არის ცხადი, ვინ დაბობმა შეხვედრის ადგილი, სირიის არმიამ, თუ რუსეთის ავიაციამ.

XS
SM
MD
LG