Accessibility links

logo-print

ავღანეთში მიწისძვრამ ერთი პირი იმსხვერპლა


მიწისძვრამ, რომლის ეპიცენტრი ავღანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთში იყო, ერთი პირი იმსხვერპლა მეზობელ პაკისტანში. როგორც ჩვენი რადიოს პაკისტანურ სამსახურს უთხრა რეგიონული ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მდებარე გამშვები პუნქტში სახურავის ჩამონგრევას ჯარისკაცი ემსხვერპლა. 25 დეკემბრის მიწისძვრისას არაერთი პირი დაშავდა პაკისტანსა და ავღანეთში.

XS
SM
MD
LG