Accessibility links

logo-print

ირანის საპარლამენტო არჩევნებში 12 ათასი კანდიდატი ჩაებმება, მათ შორის 1200 ქალი


ირანის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, ირანის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრირებულია 12 ათასი ადამიანი, მათ შორის 1200 ქალი. წინა არჩევნებში, 2012 წელს, არჩევნებში ხუთი ათასი კანდიდატი მონაწილეობდა. არჩევები გაისად, თებერვალში მოეწყობა. ისლამური რესპუბლიკის პარლამენტში 290 ადგილია. ყველა კანდიდატს განიხილავს გუშაგთა საბჭო.

XS
SM
MD
LG