Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთის პრემიერის და პაკისტანის პრემიერების საუბარი "გულთბილ და დადებით ატმოსფეროში" ჩატარდა


ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ნარენდრა მოდი პაკისტანში, ლაჰორში ჩავიდა, პრემიერად არჩევის შემდეგ თავის პირველ ვიზიტად მოქიშპე ქვეყანაში. ვიზიტი იმის ნიშანი შეიძლება იყოს, რომ ბირთვული იარაღის მქონე ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობა შერბილდება. პაკისტანის პრემიერთან, ნავაზ შარიფთან შეხვედრის და მასთან ორ საათიანი საუბრის შემდეგ მის რეზიდენციაში, შარიფმა მოდი ლაჰორის ეროპორტში გააცილა. პაკისტანის საგარეო საქმეთა მდივანმა, აზიაზ აჰმად ჩაუდრიმ თქვა, რომ შეხვედრა გულითად და დადებით ატმოსფეროში ჩატარდა. მოდი მანამდე ქაბულს სტუმრობდა, შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტს, აშრაფ ღანის და მიმართა პარლამენტს. მოდი ინდოეთის პირველი პრემიერია 2004 წლის შემდეგ, რომელიც პაკისტანში ჩავიდა.

XS
SM
MD
LG