Accessibility links

logo-print

კორუფციაში ბრალდებით სერბიაში 79 პირი დააპატიმრეს


სერბიის პოლიციამ დააპატიმრა 79 პირი , მათ შორის ერთი ყოფილი მინისტრი. ცნობით, დაპატიმრების მიზეზი დიდი რაოდენობით სახელმწიფო თანხების გაფლანგვაა. ეჭვმიტანილებს ბრალად წაუყენეს თანამდებობის ბოროტად გამოყენება, ფულის გათეთრება და სხვა საფინანსო დანაშაულები. კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურება სერბიაში ევროკავშირთან ასოცირების შესახებ მოლაპარაკების დაწყებას უკავშირდება. მოლაპარაკება 14 დეკემბრიდან დაიწყო.

XS
SM
MD
LG