Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ისლამური სახელმწიფოს“ მეომართა ოჯახებს უსაფრთხოდ გასვლის საშუალება მისცეს


ექსტრემისტული გაერთიანების, „ისლამური სახელმწიფოს“ მეომართა ოჯახების წევრებს და ზოგიერთ დაჭრილს საშუალება მიეცათ დატოვონ დამასკის სამხრეთში მეამბოხეთა ხელში მყოფი არეალი. შეთანხმება გაეროს შუამავლობით შედგა. ამის თაობაზე სირიის სამეთვალყურეო ცენტრი იტყობინება. ცნობით, შესაბამის ჯგუფს მიეცა დამასკის სამხრეთში მდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკის იარმუკის და მეზობელი ჰაჯარ ალ ასუადის უსაფრთხო დატოვების საშუალება. ოჯახების წევრებს და დაჭრილებს გადაიყვანენ სირიაში, ისლამური სახელმწიფოს ცენტრ, რაყაში. იტყობინებიან, რომ არეალში საკმაო რაოდენობით ავტობუსები ჩავიდნენ მათ გასაყვანად.

XS
SM
MD
LG