Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს სურს სირიაში დაპირისპირებულმა ძალებმა იანვარში მოილაპარაკონ


გაერომ გამოაცხადა, რომ სურს ერთმანეთს შეახვედროს სირიაში დაპირისპირებული ძალები 25 იანვრისთვის, რათა სირიაში ხუთწლიანი სამოქალაქო ომის დასრულების მიზნით მოლაპარაკება დაიწყოს. სირიაში გაეროს წარგზავნილის, სტაფან დე მისტურას წარმომადგენელმა განაცხადა 26 დეკემბერს, რომ დე მისტურას სურს, სირიის ოპოზიციის და სხვათა, რაც შეიძლება ფართო სპექტრი ჩართოს მოლაპარაკებაში, რომელიც ჟენევაში უნდა გაიმართოს. 18 დეკემბერს, გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია სირიაში სამშვიდობო პროცესის გეგმის თაობაზე. 25 დეკემბერს მოკლეს სირიის პრეზიდენტთან მებრძოლი ერთ- ერთი ყველაზე გავლენიანი ჯგუფის მეთაური, ზაჰრუნ ალუში და ჯაიშ ალ-ისლამის არაერთი სხვა ლიდერი საჰაერო თავდასხმისას, დამასკთან. ამ ჯგუფს საუდის არაბეთი უმაგრებს ზურგს. მისი სიკვდილი ოპოზიციისთვის დიდი უკანსვლაა. სირია 4,3 მილიონმა მოქალაქემ დატოვა სამოქალაქო ომის და "ისლამური სახელმწიფოს" გააქტიურების გამო.

XS
SM
MD
LG