Accessibility links

logo-print

ჩეხეთის პრეზიდენტი: მიგრანტთა ტალღა ევროპაში „ორგანიზებული შემოჭრაა“


ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა თავის საშობაო მიმართვაში განაცხადა, რომ ლტოლვილთა ტალღა ევროპისკენ, წელს, "ორგანიზებული შემოჭრაა" და რომ ახალგაზრდა ერაყელებმა და სირიელებმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ უნდა იბრძოლონ და არა ევროპაში გამოიქცნენ. ზემანი სატელევიზიო მიმართვაში ამბობს, რომ ის ღრმად არის დარწმუნებული, რომ ლტოლვილთა ეს სვლა ევროპისკენ, ერთი მილიონი მიგრანტის აქ ჩამოსვლა, ორგანიზებული იყო და არ წარმოადგენდა ლტოლვილთა სტიქიურ მოძრაობას. ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, თანაგრძნობა შესაძლებელია მოხუცებული და ავადმყოფი მცირეწლოვანი ლტოლვილების მიმართ, მაგრამ ახალგაზრდა კაცებმა იარაღი უნდა აიღონ და "ისლამურ სახელმწიფოს" შეებრძოლონ.

XS
SM
MD
LG