Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი პალესტინელი მოკლეს მას მერე, რაც მათ დანით ისრაელი ჯარისკაცი დაჭრეს


ისრაელის არმიის თანახმად, მისმა სამხედროებმა ორი პალესტინელი მოკლეს მას მერე, რაც მათ დანით ისრაელი სამხედრო დაჭრეს . შემთხვევა პალესტინელთა ტერიტორიაზე, ოკუპირებულ იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ნაბლუსთან მდებარე სოფელ, ჰევარაში მოხდა. პალესტინელთა ჯანმრთელობის მინისტრის თქმით, პალესტინელები ნათესავები იყვნენ, ერთი 17 წლისა იყო, მეორე 23-ის. ინციდენტი მოხდა ერთი დღის შემდეგ მას მერე, რაც ისრაელმა პოლიციელმა იერუსალიმში ესროლა და მოკლა პალესტინელი კაცი, რომელმაც პოლიციელისთვის დანის დარტყმა სცადა. ასეთი და მსგავსი შემთხვევების დროს, როცა პალესტინელები დანით უტევენ, ან ცდილობენ შეუტიონ ისრაელებს, და როცა ისრაელის არმიასთან ხდება დაპრირისპირება, მოკლული პალესტინელების რიცხვი, 130-ია. ინციდენტების დროს დახოცილი ისრაელების რიცხვი ოცს უდრის.

XS
SM
MD
LG