Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში მიღებულ ანტიტერორისტულ კანონზე აზრთა სხვადასხვაობაა მსოფლიოში


ჩინეთში მიღებულ იქნა ახალი ანტიტერორისტული კანონი, რომლის თანახმად, ამ ქვეყანაში მოქმედმა ყველა ფირმამ მთავრობას უნდა გაუზიაროს ინფორმაციის გასაშიფრი კოდი. მსოფლიოში ამ კანონს სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა. კანონით, ასევე იზღუდება მასმედიისა და სოციალური ქსელებისთვის ტერაქტების და სისასტიკის და ანტიჰუმანისტური ქმედებების დეტალების გავრცელება, რათა არ მოხდეს მათი მიბაძვა. კანონი ჯერ კიდევ პროექტის სახით იყო გავრცელებული, როცა მას დასავლეთში კრიტიკა მოჰყვა, რადგან ის ზღუდავს საკომპიუტერო ტექნოლოგიას. აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, საჯაროდ გამოთქვეს წინააღმდეგობა, რომ უცხოეთის კომპანიებმა პეკინს უნდა გადასცენ ელექტრონული შიფრების გასაღები. ახალი კანონი ჩინეთის არმიას უფლებას აძლევს ქვეყნის გარეთ მიიღოს მონაწილეობა კონტრტერორისტულ ქმედებებში. კანონი პირველ იანვარს უნდა ამოქმედდეს.

XS
SM
MD
LG