Accessibility links

ისრაელის კაბინეტმა არასამთავრობო ორგანიზაციების შეზღუდვის კანონი დაამტკიცა


ისრაელის მინისტრმა კაბინეტმა დაამტკიცა კანონი, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც უცხოეთიდან იღებენ დაფინანსებას, ახალ შეზღუდვებს უწესებს. მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილები თვლიან, რომ ეს ნაბიჯი პალესტინელთა მომხრე ორგანიზაციების წინააღმდეგ არის მიმართული. კანონით, ასეთმა ორგანიზაციებმა ყველა ანგარიშში უნდა განაცხადონ, საიდან იღებენ დაფინანსებას და თუ ნახევარზე მეტი თანხისა, უცხოეთიდან არის, საკითხი პარლამენტმა უნდა განიხილოს. კრიტიკულად განწყობილები მიიჩნევენ, რომ კანონის მიზანია პალესტინელთა მიმართ პრემიერ ნეტანიაჰუს მთავრობის პოლიტიკის მოწინააღმდეგეების შეზღუდვა. ასეთი ორგანიზაციები ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან ფინანსდებიან. ოპოზიციის ლიდერმა ისააკ ჰერცოგმა დოკუმენტს, რომელსაც კანონმდებლები ამ კვირაში დაამტკიცებენ5 ,„ალიკაპის კანონი“ უწოდა.

XS
SM
MD
LG