Accessibility links

logo-print

ავღანეთში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა


ავღანეთის ოფიციალური პირების თქმით, თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა ქაბულთან ახლოს მდებარე აეროპორტში. შინაგან საქმეთა მინისტრმა სედიქ სედიქმა „ტვიტერის“ საკუთარ ოფიციალურ გვერდზე 28 დეკემბერს გამოაქვეყნა ცნობა, რომ დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე და 4 დაიჭრა. მიმდინარე თვის მანძლეზე არაერთი აფეთქება მოხდა თალიბანის მეამბოხეების მხრიდან, მათ შორის, თავდასხმა ესპანეთის საელჩოზე, გასულ კვირას კი ქალაქ სანგინთან მოკლეს ექვსი ამერიკელი ჯარისკაცი.

XS
SM
MD
LG