Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს პარლამენტში მთავრობის წევრების მოსმენა გაიმართება


პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საჭირო პროცედურების განრიგი დამტკიცდა. როგორც ბიუროს 27 დეკემბრის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა, 28 დეკემბერს პარლამენტში მთავრობის წევრების მოსმენა გაიმართება, 29 დეკემბერს პლენარული სხდომა ჩატარდება, რომელზეც ნდობის საკითხს განიხილავენ. „კვირიკაშვილის პრემიერად წარდგენის გამო ვაკანსია გაჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე და ამ თანამდებობაზე წარდგენილია მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ ჯანელიძე. დანარჩენი მთავრობის წევრები უცვლელადაა პარლამენტისთვის წარმოდგენილი ნდობის მისაღებად", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, წარმოდგენილია ასევე სამთავრობო პროგრამა "ძლიერი, დემოკრატიული, ერთიანი საქართველოსთვის", რომელიც გადამუშავდა პრემიერობის კანდიდატის მიერ.

XS
SM
MD
LG