Accessibility links

logo-print

რუსეთის მედიის ცნობით დაკავებულია თარხან ბათირაშვილი


რუსეთის მედია იუწყება, ერაყის საინფორმაციო სააგენტო EIN-ზე დაყრდნობით, რომ ერაყის ტერიტორიაზე, კირკუკის პროვინციაში, ამერიკელმა სპეცრაზმელებმა წარმოშობით პანკისელი ტერორისტი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი, აიყვანეს. სააგენტოს ცნობით, ბათირაშვილთან ერთად დაკავებულია „ისლამური სახელმწიფოს“ კიდევ ორი საველე მეთაური. სადესანტო ოპერაციისას ასევე ლიკვიდირებულ იქნა შვიდი "მებრძოლი". როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავს შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი აქვს დაწესებული. ბათირაშვილის ლიკვიდაციის შესახებ ინფორმაცია მედიაში არაერთხელ გავრცელდა, თუმცა აქამდე არ დადასტურებულა.

XS
SM
MD
LG