Accessibility links

logo-print

ერაყის ძალებმა რამადის სამთავრობო შენობებიდან განდევნეს „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტები


ერაყის ოფიციალური პირების განცხადებით, ქვეყნის უსაფრთხოების ძალებმა კონტროლი დაამყარეს რამადის სამთავრობო შენობების კომპლექსზე, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ ექსტრემისტების ბასტიონი იყო. ეს ოპერაცია ნაწილია მთავრობის მცდელობისა მთელ ქალაქზე აღადგინოს კონტროლი. სააგენტო „როიტერსი“ ავრცელებს სამთავრობო ძალების პრესმდივნის, საბაჰ ალ-ნუმანის სიტყვებს - რომ შენობების კომპლექსზე კონტროლის დამყარება რამადიში „ისლამური სახელმწიფოს“ ძალების მარცხს ნიშნავს. „შემდეგი ნაბიჯი იქნება ექსტრემისტების განდევნა ქალაქში სავარაუდოდ არსებული ცალკეული უჯრედებიდანო“, აცხადებს ალ-ნუმანი.ერაყის ძალების გამარჯვება თიქრითის შემდეგ რამადის აქცევს მეორე ქალაქად, რომელზეც ერაყის მთავრობა კონტროლს დაიბრუნებს. ეს მნიშვნელოვნად განამტკიცებს მთავრობის ძალისხმევას განდევნოს „ისლამური სახელმწიფოს“ ძალები მთელი ქვეყნის ტერიტორიიდან, სიდიდით მეორე ქალაქის, მოსულის ჩათვლით.

XS
SM
MD
LG