Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როჰანი აცხადებს, რომ მუსლიმებმა ისლამის იმიჯი უნდა გამოასწორონ


ირანის პრეზიდენტი, ჰასან როჰანი აცხადებს, რომ მუსლიმებმა უნდა გამოასწორონ თავიანთი რელიგიის იმიჯი, რომელიც შელახულია „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავსი ექსტრემისტული ჯგუფების მოქმედების შედეგად. „დღეს ჩვენი უდიდესი ვალია მსოფლიო საზოგადოების თვალში გამოვასწოროთ ისლამის იმიჯიო“, განაცხადა როჰანიმ თეირანში გამართულ კონფერენციაზე 27 დეკემბერს. „ოდესმე წარმოვიდგენდით, რომ მტრების ნაცვლად, ისლამური სამყაროს წარმომადგენელი, თუმცა მცირე ჯგუფი დაიწყებდა ისლამის ენის გამოყენებას და ისლამს წარმოაჩენდა მკვლელობის, ძალადობის, გაროზგვის, გამოძალვის და უსამართლობის რელიგიად?" - იკითხა ირანის პრეზიდენტმა გამოსვლაში, რომელიც სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემოდა. ისლამის პრინციპები ძალადობას ეწინააღმდეგებაო, დასძინა როჰანიმ და „ისლამური სახელმწიფოს“ მსგავს მოძრაობებს ბრალი დასდო შეზღუდულ აზროვნებაში და ზომიერების არქონაში. როჰანიმ მუსლიმური ქვეყნებიც გააკრიტიკა იმის გამო, რომ, მისი თქმით, ისინი ჩუმად არიან სირიაში, ერაყში და იემენში მიმდინარე სისხლისღვრის და მკვლელობების ფონზე.

XS
SM
MD
LG