Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქაბულის აეროპორტთან თვითმკვლელმა მოიერიშემ მსხვერპლი გამოიწვია


ქაბულის საერთაშორისო აეროპორტთან აფეთქდა თვითმკვლელი მოიერიშის მანქანა, რასაც ემსხვერპლა სულ მცირე ერთი სამოქალაქო პირი. სხვადასხვა ცნობით, დაჭრილია ოთხიდან 13-მდე ადამიანი. თავდასხმის სამიზნე, სავარაუდოდ, საერთაშორისო ძალების კონვოი იყო. რადიო თავისუფლების ავღანურ სამსახურს აეროპორტის პოლიციის უფროსმა, გენერალმა ჰაყ ჰავაზ ჰაყიარმა უთხრა, რომ მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს, რადგან აფეთქება დასახლებულ ადგილას მოხდა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა თალიბანმა იკისრა. მიმდინარე თვეში რამდენიმე თავდასხმა მოხდა, რომლებზეც პასუხისმგებლობა იკისრეს თალიბანის მეამბოხეებმა. მათ შორის იყო შეტევა ესპანეთის საელჩოს შენობაზე და ბაგრამის საჰაერო ბაზასთან თვითმკვლელი მოიერიშის თავდასხმა, რასაც გასულ კვირაში ექვსი ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა.

XS
SM
MD
LG