Accessibility links

logo-print

თალიბანი უარყოფს რუსეთთან მოლაპარაკებას „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაზე


თალიბანი უარყოფს ცნობებს, რომ რუსეთის ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკება გამართა ავღანეთში „ისლამური სახელმწიფოს“ ძალებთან ბრძოლის შესახებ. ამის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა ბრიტანეთში გამომავალმა გაზეთმა - დაწერა, რომ მიმდინარე წელს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი შეხვდა ჯგუფის ლიდერს. თალიბანი ამ განცხადებით გამოეხმაურა ავღანეთში პუტინის სპეციალური წარმომადგენლის, ზამირ კაბულოვის მიერ 23 დეკემბერს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც, „ინტერფაქსის“ თანახმად, მან თქვა, რომ მოსკოვმა საკომუნიკაციო არხები დაამყარა თალიბანთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით. კაბულოვის თქმით, ავღანეთში რუსეთის ინტერესები „ობიექტურად ემთხვევა“ თალიბანის ინტერესებს, „ისლამური სახელმწიფოს“, იგივე „დაეშის“ წინააღდეგ ბრძოლის თვალსაზრისით. თალიბანმა თავის ვებსაიტზე გამოაქვეყნა ინგლისურენოვანი განცხადება, რომელშიც ვკითხულობთ: „ჩვენ ვერ ვინმესგან დახმარების მიღების საჭიროებას ე.წ. დაეშთან მიმართებით. ამ საკითხზე არავისთან დაგვიმყარებია კონტაქტი და არც მოლაპარაკება გაგვიმართავს.“ ბრიტანეთის „სანდი ტაიმსმა“ 27 დეკემბერს გაავრცელა ანონიმურად დატოვებული „თალიბანის მაღალი რანგის მეთაურის“ სიტყვები, რომ პუტინი და თალიბანის ლიდერი, მოლა ახტარ მანსური, ერთმანეთს სექტემბერში შეხვდნენ, ტაჯიკეთის ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, რათა განეხილათ შესაძლო თანამშრომლობა „ისლამური სახელმწიფოს“ ძალებთან საბრძოლველად.

XS
SM
MD
LG