Accessibility links

logo-print

უკრაინაში სისხლიანი შეტაკებები მოხდა, სადღესასწაულო ზავის მიუხედავად


უკრაინის სამხედრო უწყებამ 27 დეკემბერს გაავრცელა ცნობა, რომ ერთი სამხედრო და ერთი ხანდაზმული ქალი ემსხვერპლნენ ბრძოლას მთავრობის ძალებსა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის, მიუხედავად მოწინააღმდეგე მხარეებს შორის გამოცხადებული სადღესასწაულო ზავისა. უკრაინის არმიის პრესმდივანმა, ალექსანდრ მოტუზიანიკმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ სეპარატისტები კიევის ძალებს თავს დაესხნენ მსუბუქი შეიარაღებით, ყუმბარებით, ნაღმსატყორცნებით, ავტომატური იარაღით და ტანკით, ბრძოლაში, რომელიც კონცენტრირებული იყო სოფელ ზაიცევოში, სეპარატისტების ბასტიონიდან, დონეცკიდან დაახლოებით 55 კილომეტრის მოშორებით. მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ 23 დეკემბრის ზავის დარღვევაში. ზავი საახალწლო დღესასწაულების განმავლობაში უნდა გაგრძელებულიყო.

XS
SM
MD
LG