Accessibility links

თურქეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ არ შეხვდება პროქურთულ პარტიას


თურქეთის პრემიერ-მინისტრი, აჰმეტ დავუთოღლუ აცხადებს, რომ მიზანშეწონილად არ მიაჩნია თურქეთის მთავარი პროქურთული მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის გამართვა, იმ „უპატივცემულო“ განცხადებების გამო, რომლებიც პარტიამ გააკეთა, როცა ანკარა დაგმო სირიასთან რუსეთის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების გამო. სტამბოლში 28 დეკემბერს გამართულ პრეს-კონფერენციაზე დავუთოღლუმ გამორიცხა მოლაპარაკების გამართვა პრო-ქურთულ სახალხო დემოკრატიულ პარტიასთან, მისი საჯარო განცხადებების გამო. მოლაპარაკება ახალი კონსტიტუციის თაობაზე უნდა გამართულიყო. პარტიის თანათავმჯდომარემ, სელაჰატინ დემირიტასმა გასულ კვირაში, მოსკოვში ვიზიტისას დაგმო ანკარის მიერ 24 ნოემბერს რუსეთის თვითმფრინავის ჩამოგდება სირიასთან ახლოს. მაშინ ამას დავუთოღლუმ იმით უპასუხა, რომ განცხადებას „მოღალატეობრივი“ უწოდა. რუსეთმა თურქეთს ეკონომიკური სანქციები დაუწესა მისი თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ და მწვავედ გააკრიტიკა პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოანი.

XS
SM
MD
LG