Accessibility links

logo-print

საზოგადოების წარმომადგენლები პრეზიდენტს მიმართავენ უგულავას შეწყალების თხოვნით


არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ წარმომადგენელი, ელენე ხოშტარია „ფეისბუქით“ წერს, რომ პრეზიდენტის სახელზე რეგისტრაცია გაიარასაზოგადოების წარმომადგენლების წერილმა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე. “ბატონო პრეზიდენტო, მოგმართავთ თბილისის ყოფილი მერის, ბატონი გიგი უგულავას პატიმრობასთან დაკავშირებით. ჩვენ განსხავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, გვაერთიანებს მოსაზრება, რომ გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა არასამართლიანი და ქვეყნისთვის საზიანოა“ - ვკითხულობთ განცხადებაში, სადაც შემდეგ მოტანილია უგულავას პატიმრობის გარემოებები, რომლებიც, წერილის ავტორთა და ხელმომწერთა აზრით, კითხვებს აჩენს უგულავას საქმის მიუკერძოებლობის შესახებ და მის პატიმრობაში ყოფნას აქცევს გაუმართლებელ და არაპროპორციულ ზომად. წერილს ხელს აწერს სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ათობით პირი.

XS
SM
MD
LG