Accessibility links

logo-print

პრეზიდენტი არ გეგმავს გიგი უგულავას შეწყალებას


საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა მიმართვას გიგი უგულავას შეწყალების თაობაზე და ამბობს, რომ არ აპირებს თხოვნის შესრულებას. „შეწყალების მექანიზმი არ ანაცვლებს არც სამართალწარმოებას, არც გამოძიებას და არ ემსახურება პოლიტიკურ მიზანშეწონილობას. შეწყალება კონსტიტუციური მოვალეობაა, რომელიც მაღალ მორალურ და სახელმწიფოებრივ პასუხისმგებლობას მაკისრებს. ამ, არსით ჰუმანური აქტის განხორციელებისას, არ ვიღებ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რომელიმე მსჯავდებულს პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩავაყენებ. ვერ მივიღებ გადაწყვეტილებას, რომელმაც შესაძლოა საზოგადოებაში გააჩინოს მსგავსი დანაშაულების მიმართ ზედმეტი ლოიალობის შეგრძნება. აქედან გამომდინარე ვერ გავიზიარებ თქვენს მიმართვაში დაფიქსირებულ მოთხოვნას” - ვკითხულობთ მარგველაშვილის განცხადებაში. მის სახელზე დაწერილ მიმართვას ხელს აწერდა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ათობით პირი. „ჩვენ განსხავებული პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, გვაერთიანებს მოსაზრება, რომ გიგი უგულავას პატიმრობაში ყოფნა არასამართლიანი და ქვეყნისთვის საზიანოა“ - ვკითხულობთ მიმართვაში, სადაც შემდეგ მოტანილია უგულავას პატიმრობის გარემოებები, რომლებიც, წერილის ავტორთა და ხელმომწერთა აზრით, კითხვებს აჩენს უგულავას საქმის მიუკერძოებლობის შესახებ და მის პატიმრობაში ყოფნას აქცევს გაუმართლებელ და არაპროპორციულ ზომად.

XS
SM
MD
LG